CSR

პირობები

[vc_row][vc_column][vc_toggle title=”პრეამბულა” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

გამოყენების პირობები იძლევა ინფორმაციას იმ წესების შესახებ, რომლებიც აწესრიგებს აიდიეს ბორჯომის კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების გამოყენებას, ასევე წარმოადგენს წესებს თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

გამოყენების პირობები არ გამოიყენება იმ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად აიდიეს ბორჯომსა და მოსარგებლეებს შორის, რომლებიც ეხება აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთასა და მიწოდებას (შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილია აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებსა და მობილურ აპლიკაციებში), ასევე არ წარმოადგენს აიდიეს ბორჯომის პრომო და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების წესებს (შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია ასეთი ღონისძიებების შესახებ შეტყობინებაში).

გამოყენების წესები უნდა იყოს დაცული აიდიეს ბორჯომისა და მოსარგებლის მიერ. აიდიეს ბორჯომი იტოვებს უფლებას, საკუთარი დისკრეციით მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს წინამდებრე წესები. წინამდებარე წესები, მათი განახლებული ვერსია და შესაბამისი ცვლილებები ძალაშია მათი ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში გამოქვეყნების თარიღიდან.

ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში შესვლით მოსარგებლე ადასტურებს ამ წესების მიმდინარე რედაქციას, რომელიც ძალაშია ვებ-გვერდით/მობილური აპლიკაციით სარგებლობის მომენტში. გთხოვთ, დაიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ გაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენება.

ვებ-გვერდთან/მობილურ აპლიკაციასთან და მათ შინაარსთან დაკავშირებული ყველა უფლების მფლობელი არის აიდიეს ბორჯომი.

ვებ-გვერდი/მობილური აპლიკაცია არ შეიცავს კომენტარის დატოვების ოფციას. აიდიეს ბორჯომთან დასაკავშირებლად მოსარგებლეს შეუძლია გამოიყენოს კომუნიკაციის ის ოფციები, რომლებიც ამ მიზნებისათვის არის მოცემული ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში.

აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში შესვლა და შესაბამისი მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ 16 წელს გადაცილებული მოსარგებლეებისათვის.

[/vc_toggle][vc_toggle title=”ტერმინთა განმარტება” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

აიდიეს ბორჯომი ნიშნავს ყველა კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია აიდიეს ბორჯომი ინთერნეშენელის ჯგუფთან.

ვებ-გვერდები ნიშნავს აიდიეს ბორჯომის მიერ გამოქვეყნებულ ვებ-გვერდებს (ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების სია).

მობილური აპლიკაციები ნიშნავს იმ მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც შექმნილია და ეკუთვნის აიდიეს ბორჯომის (ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების ჩამონათვალი) და რომელიც ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად IOS-ზე და Android-ზე. მობილური აპლიკაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მიზნებისათვის:

  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესაკვეთად, ასევე ყველა დაკავშირებული საკითხის მართვისათვის;
  • აიდიეს ბორჯომის მომსახურების მიწოდებისათვის, განსაკუთრებით, მომსახურებისა და საჭირო დანადგარების მიწოდებისათვის;
  • მოსარგებლეთათვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და მხარდაჭერის მისაწოდებლად;
  • მობილურ აპლიკაციაში პირდაპირ მითითებული სხვა მიზნებისათვის.

მომსახურება ნიშნავს ნებისმიერ მომსახურებასა და დაკავშირებულ ფუნქციებს, რომელიც მიეწოდება აიდიეს ბორჯომის მიერ მოსარგებლეებს უფასოდ/გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და რომლის შეკვეთაც შესაძლებელია ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში.

მოსარგებლე ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შევა, გაეცნობა ან ეწვევა ვებ-გვერდებს/მობილურ აპლიკაციებს მომსახურების შეკვეთით ან მის გარეშე.

აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება ნიშნავს აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გაცნობას ან მათი შინაარსის სხვაგვარ გამოყენებას, აიდიეს ბორჯომის მიერ შემოთავაზებული მომსახურების გამოყენებას.

პირადი მონაცემები ნიშნავს პირად მონაცემებს, რომლებიც გროვდება ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მეშვეობით, ანუ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოსარგებლეთა პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება.

გამოყენების პირობები ნიშნავს ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების წესებს.

შინაარსი ნიშნავს ყველა სტატიკურ და დინამიკურ ელემენტს, ინფორმაციას, ტექსტს, გამოსახულებას, აუდიო და ვიდეო ფაილს, მონაცემთა ბაზას, სასაქონლო ნიშნებსა და ლოგოებს, ტექნიკურ და გრაფიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოცემულია ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში.

ქუქი ნიშნავს ტექსტუალურ ფაილს, რომელსაც ვებ-გვერდები უგზავნის მოსარგებლეთა ელექტრონულ მოწყობილობებს და ინახება ვებ-ბრაუზერში. ასეთი ფაილები არ ახდენს მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას, მაგრამ აფიქსირებს ინფორმაციას მათი ქმედებების შესახებ, რომლებიც ეხება ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებას. ასეთი ინფორმაცია გროვდება ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მუშაობის გაუმჯობესებისათვის და შემდეგი პარამეტრების მოსარგებად მოსარგებლეთა მოთხოვნილებებზე: მოსარგებლეთა პრიორიტეტების მონიტორინგისათვის, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გასაზიარებლად, მოსარგებლეთა პრიორიტეტებისათვის მომსახურების მოსარგებად, ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების შესახებ ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის შესაგროვებლად.

[/vc_toggle][vc_toggle title=”ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

ვებ-გვერდი/მობილური აპლიკაცია შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:

  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ წარმოდგენილ შინაარსთან გასაცნობად;
  • აიდიეს ბორჯომის მომსახურების შესაკვეთად;
  • აიდიეს ბორჯომის მომსახურების სპეციფიკის მართვისათვის;
  • აიდიეს ბორჯომისათვის თხოვნების, კომენტარების, საყვედურებისა და რეკომენდაციების მისაწოდებლად ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში არსებული უკუკავშირის ფორმის გამოყენებით, აგრეთვე აიდიეს ბორჯომის მიერ პასუხის გასაცემად;
  • სხვა ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც მოხსენიებულია აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში.

უკანონოა ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც არ არის ნახსენები ზემოთ.

მოსარგებლეთა ვალდებულებებია:

  • დაიცვან გამოყენების პირობები და შესაბამისი კანონმდებლობის სამართლებრივი დანაწესები;
  • გამოიყენონ ვებ-გვერდები/მობილური აპლიკაციები მხოლოდ ზემოხსენებული მიზნებისათვის;
  • აიდიეს ბორჯომის წინასწარი თანხმობის გარეშე არ გამოიყენონ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების შინაარსი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, არ დაანაწევრონ ვებ-გვერდები/მობილური აპლიკაციები, არ მიმართონ უკუინჟინირებას, არ სცადონ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების სორს კოდებში ჩარევა;
  • არ გამოიყენონ ვებ-გვერდები/მობილური აპლიკაციები ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან სხვა ისეთი შეტყობინებების გასაგზავნად, რომლებიც ლახავს აიდიეს ბორჯომის ან მესამე პირების პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, ასევე დაუსაბუთებელი კომერციული შეტყობინებების („სპამი“) გადასაცემად;
  • არ გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების ოპერირებაში შესაღწევად ან შეღწევის მცდელობისათვის.

[/vc_toggle][vc_toggle title=”კომუნიკაცია აიდიეს ბორჯომთან” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

მოსარგებლეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აიდიეს ბორჯომს:

  • შეტყობინების (თხოვნის ან საყვედურის) გაგზავნით ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში განთავსებული უკუკავშირის ფორმის გამოყენებით;
  • ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მითითებული ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვით.

იმისათვის, რომ დაუკავშირდეს აიდიეს ბორჯომს და მიიღოს კომპანიისაგან უკუკავშირი, მოსარგებლემ უნდა მიაწოდოს აიდიეს ბორჯომს შემდეგი სახის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ბინადრობის ქალაქი და ქვეყანა. პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ, ასევე მესამე პირთათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია გამოყენების პირობების შესაბამის თავში.

აკრძალულია ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებით შემდეგი ინფორმაციის წარდგენა:

  • ნებისმიერი ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან სხვა ისეთი შეტყობინებები, რომლებიც ლახავს აიდიეს ბორჯომის ან მესამე პირების პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას;
  • დაუსაბუთებელი კომერციული შეტყობინებები („სპამი“).

მოსარგებლის მიერ ამ ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის შემთხვევაში აიდიეს ბორჯომი უფლებამოსილია, არ უპასუხოს ასეთ შეტყობინებებს, ასევე მსგავსი შეტყობინებების გამგზავნ მოსარგებლეებს შეუზღუდოს უკუკავშირის ოფციით სარგებლობის უფლება.

მოსარგებლეებსა და აიდიეს ბორჯომს შორის კომუნიკაცია მუშავდება ტექნიკური საშუალებებით. სატელეფონო ცხელი ხაზის გამოყენებით განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, ასევე მოსარგებლესა და აიდიეს ბორჯომს შორის შემდგარი შეტყობინებების გაცვლა ინახება აიდიეს ბორჯომის მიერ მომსახურების ხარისხის მონიტორინგისათვის, ასევე აიდიეს ბორჯომის მომსახურებისა და საქონლის შემდგომი ცვლილებებისათვის. ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების უკუკავშირის ფორმების გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება, ინფორმაცია და მასალა ეკუთვნის მოსარგებლეს.


უკუკავშირის ფორმები

ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში არის უკუკავშირის ფორმები მოსარგებლეთა მიერ აიდიეს ბორჯომთან კავშირისათვის.

მოსარგებლეები უფლებამოსილი არიან, მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების უკუკავშირის ფორმების მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებებზე პასუხად გონივრულ ვადებში, რაც არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნის გაგზავნიდან 30 დღეს.


ცხელი ხაზი

აიდიეს ბორჯომთან მოსარგებლეთა კომუნიკაციისათვის არსებობს უფასო ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები.

მოსარგებლეები უფლებამოსილი არიან, მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გაკეთებული მათი მოთხოვნის პასუხად გონივრულ ვადებში, რაც არ უნდა აღემატებოდეს აიდიეს ბორჯომთან დაკავშირების მომენტიდან 30 დღეს.[/vc_toggle][vc_toggle title=”შეტყობინებები და სიახლეები აიდიეს ბორჯომისაგან” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

შეტყობინებები აიდიეს ბორჯომისგან

მოსარგებლემ შეიძლება მიიღოს შემდეგი შეტყობინებები აიდიეს ბორჯომისაგან:

  • ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში განთავსებული უკუკავშირის ფორმების მეშვეობით გაგზავნილი მოთხოვნებისა და საყვედურების შესახებ პასუხი;
  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, ასეთი შეკვეთების მართვა და აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდება.

აიდიეს ბორჯომი აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ელ. ფოსტას, შეტყობინებებს მესენჯერში, შეტყობინებებს მობილურ აპლიკაციებში.

მოსარგებლეებს შეუძლიათ, მართონ შეტყობინებების მიღების ოფციები აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მართვის პანელიდან (დამოკიდებულია ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების შიდა პარამეტრებსა და ფუნქციონალურობაზე).

აიდიეს ბორჯომი ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მოსარგებლეებს ასევე უგზავნის სიახლეებს აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ, ასეთ საქონელსა და მომსახურებაზე არსებული პრომო აქციებისა და კომერციული შეთავაზებების შესახებ.


სიახლეები

სიახლეები იგზავნება მხოლოდ იმ საკონტაქტო მონაცემებზე, რომლებიც არსებობს მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების ბაზაში, რომელიც მიეწოდება აიდიეს ბორჯომის ადრე მანამდე ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში თანხმობის განცხადებით შემდეგი გზებით:

  • სიახლეების გამოწერით;
  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთით.

აიდიეს ბორჯომი აგზავნის სიახლეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, ელ. ფოსტით, მესენჯერში და შეტყობინებებით მობილურ აპლიკაციებში.

სიახლეების შინაარსი იქმნება აიდიეს ბორჯომის მიერ მოსარგებლეთა პრეფერენციებისა და პროფილის მონაცემების გათვალისწინებით.

შესაძლებელია აიდიეს ბორჯომის სიახლეების გამოწერის გაუქმება იმ ბმულზე გადასვლით, რომელიც ახლავს ასეთი სიახლეების შეტყობინებას.

[/vc_toggle][vc_toggle title=”ინტელექტუალური საკუთრება” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

აიდიეს ბორჯომს ეკუთვნის ექსკლუზიური საკუთრების უფლება ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების შინაარსთან დაკავშირებულ ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა დაკავშირებულ უფლებებზე (ან შინაარსის გამოყენების უფლება აიდიეს ბორჯომს მინიჭებული აქვს უფლებამოსილი მესამე პირისაგან).

აკრძალულია შინაარსის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება ნებისმიერი კომერციული და არაკომერციული მიზნებისათვის ნებისმიერი ფორმით (რაც ნიშნავს რეპროდუცირებას, ხელახლა წარდგენას, ადაპტირებას, განახლებას, გამოქვეყნებას, გადაცემას, არასწორად გადაცემას, სხვა ვებ-გვერდზე ინტეგრირებას). თუ შინაარსის ასეთი გამოყენება აუცილებელია, აიდიეს ბორჯომს ეგზავნება მოთხოვნა ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში არსებული უკუკავშირის ფორმების მეშვეობით.

იმ შემთხვევაში თუ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების შინაარსზე არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები იქნება დარღვეული მესამე პირის მიერ, აიდიეს ბორჯომი მიმართავს ყველა საჭირო გზას, მათ შორის სასამართლოსათვის მიმართვას.

[/vc_toggle][vc_toggle title=”აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურებისათვის ანგარიშსწორება ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებით, შეკვეთები და შეკვეთების მართვა” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

მოსარგებლეებს შეუძლიათ, მოახდინონ აიდიეს ბორჯომის საქონლისათვის და მომსახურებისათვის ანგარიშსწორება, ასევე შეკვეთა და შეკვეთების მართვა ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მეშვეობით.

აიდიეს ბორჯომი ახდენს საბანკო ბარათებით გადახდების დამოშავებას მკაცრ შესაბამისობაში Visa International-სა და MasterCard Worldwide-ის გადახდის სისტემათა წესების შესაბამისად. ანგარიშსწორების სერვერი შეესაბამება სტანდარტული PCI DSS-ის მოთხოვნებს. ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა ხდება მიმღები ბანკის მიერ.

თუ ნებისმიერი საბანკო ბარათის ტრანზაქცია უსაფრთხოების სისტემის (თაღლითობის საწინააღმდეგო) მიკუთვნებული იქნება რისკიანი ოპერაციის კატეგორიის მიმართ, მოსარგებლეს დაუკავშირდება სპეციალიზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი დამატებითი მონიტორინგისათვის და აიდიეს ბორჯომის საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების ოპერაციის წარმატებით დასრულებისათვის.

აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურებისათვის ანგარიშსწორების მიზნებისათვის კომპანიის მიერ ხდება მოსარგებლეთა შემდეგი კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვება:

  • სახელი, გვარი;
  • ელ. ფოსტის მისამართი;
  • მობილური ტელეფონის ნომერი;
  • ბინადრობის ქალაქი და ქვეყანა.

საბანკო ბარათის დეტალები (როგორიცაა მფლობელის სახელი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVV კოდი) გროვდება ანგარიშსწორების მომსახურების სპეციალიზირებული მომწოდებლის მიერ აიდიეს ბორჯომის სახელით. პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ, ასევე მესამე პირთათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია გამოყენების პირობების შესაბამის თავში.

აკრძალულია ანგარიშსწორების მომსახურების პროვაიდერის მიერ ანგარიშსწორების პროცედურის განსახორციელებლად შეგროვებული და დამუშავებული მოსარგებლეთა მონაცემების (მათ შორის, პერსონალური მონაცემების) გამოყენება ბარათის მფლობელის საზიანოდ. თაღლითური ტრანზაქციებით გამოწვეული ნეგატიური შედეგისაგან საბანკო ბარათის მფლობელთა დაცვის მიზნით გამოიყენება ვერიფიკაციის პროცედურა. აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, მოსარგებლე იღებს გადაწყვეტილებას, გააგზავნოს თუ არა მოთხოვნილი მონაცემები საბანკო ბარათის გამოყენების დასადასტურებლად ან უარყოს შესაბამისი ტრანზაქცია.

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მეშვეობით აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების ყიდვის, შეკვეთის ან შეკვეთის მართვის შესახებ ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ მხარდაჭერის სერვისს შემდეგ მისამართზე: support@ids-borjomi.com  პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართით აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მოსამართზე: privacy@ids-borjomi.com

[/vc_toggle][vc_toggle title=”პერსონალური მონაცემები” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მოსარგებლეთათვის მიწოდების მიზნით.

მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პირობების გათვალისწინებით, მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი შეიძლება იყოს აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიები. იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი კომპანიის შესახებ, გააგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალთან მისამართზე: privacy@ids-borjomi.com (პასუხის გაცემა ხდება მხოლოდ მოთხოვნის გამგზავნ პირთან მიმართებაში).

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს 16 წელს ქვემოთ პირების პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს: რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მოსაზრებები, რელიგიური და ფილოსოფიური რწმენა, წევრობა პოლიტიკურ პარტიებში და პროფესიულ კავშირებში, პასუხისმგებლობაში მიცემა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, სექსუალურ ცხოვრებასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მონაცემები, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები („სენსიტიური პერსონალური მონაცემები“).

აიდიეს ბორჯომი უზრუნველყოფს ყველა ზომის მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულით შესაბამისი კანონმდებლობისა (მათ, შორის, ზოგადი პერსონალური მონაცემების დირექტივის, თუ სავალდებულოა) და აიდიეს ბორჯომის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.

კონტაქტები

ნებისმიერი შეკითხვით პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით მიმართეთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com

აიდიეს ბორჯომის მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები, პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი

აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მასშტაბი, მეთოდი, მიზანი და სამართლებრივი საფუძველი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება მოსარგებლის მხრიდან აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება, ასევე მოსარგებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მასშტაბის გათვალისწინებით.

აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:

  • სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი, ბინადრობის ქალაქი და ქვეყანა;
  • ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში ანგარიშის მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი);
  • აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის „ქუქი“, ტექნიკური მონაცემები.

რაც შეეხება საბანკო საგადახდო ბარათებთან დაკავშირებულ მონაცემებს (ბარათის მფლობელის სახელი, ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და CVV კოდი), აიდიეს ბორჯომი არის მონაცემთა ექსკლუზიური მაკონტროლებელი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს. აიდიეს ბორჯომი ჩართავს საგადახდო სერვისის სპეციალიზირებულ პროვაიდერს, რომელიც ექსკლუზიურად დაამუშავებს ასეთ პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი ასევე აგროვებს ანონიმურ მონაცემებს, რომელიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს (აიდიეს ბორჯომი ასეთი მონაცემებით ვერ მოახდენს მოსარგებლის იდენტიფიცირებას). ანონიმური მონაცემები გროვდება და მუშავდება კონსოლიდირებული ფორმით და გამოიყენება მარკეტინგული კვლევების მიზნებისათვის.

მოსარგებლეთა მიერ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების გზით აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების სამართლებრივი საფუძველია:

  • თანხმობა პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე;
  • აიდიეს ბორჯომის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
  • აიდიეს ბორჯომის მიმართ არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება;
  • აიდიეს ბორჯომის კანონიერი ინტერესები.

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

  • აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა ანგარიშების შექმნა;
  • აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა წვდომის უზრუნველყოფა;
  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთა, ასეთი შეკვეთების მართვა, აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდება;
  • მოსარგებლეთა პრეფერენციების აღმოჩენა, რათა მოხდეს აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ პერსონიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • მოსარგებლეთა საძიებო და საინფორმაციო მოთხოვნებზე პასუხების უზრუნველყოფა აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ;
  • აიდიეს ბორჯომის გამოკითხვების, პრომო აქციეაბისა და ლოიალურობის პროგრამების ჩატარების შესაძლებლობა;
  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ სიახლეების გამოწერის მართვა;
  • აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში უკუკავშირის ფორმების გამოყენება;
  • ვებ-გვერდებიდან/მობილური აპლიკაციებიდან ელ. ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარების უზრუნველყოფა;
  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის მარკეტინგული კვლევების ჩატარება და ტრენდების ანალიზი;
  • აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების ოპერირების გაუმჯობესება;
  • აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სიახლეები, ინფორმაცია პრომო აქტივობებზე და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებზე).

მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება საჭიროა აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენებისათვის, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის.

ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში შესასვლელად არსებობს მესამე პირების მიერ მართული სოციალური ქსელების მეშვეობით შესვლის ოფცია (დამოკიდებულია ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის ფუნქციონალზე და შიდა სპეციფიკაციებზე). ასეთი ოფციის გამოყენებით მოსარგებლე ეთანხმება აიდიეს ბორჯომისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გაყოფას იმ მასშტაბით, რაც მოთხოვნილია შესაბამისი სოციალური ქსელის შიდა პარამეტრებით.

აიდიეს ბორჯომი ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა თითოეულ კატეგორიას იმ პერიოდით, რაც საჭიროა შესაბამისი მიზნის მისაღწევად. ამის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემი იშლება. ნებისმიერ შემთხვევაში აიდიეს ბორჯომი უფლებამოსილია, შეინახოს პერსონალური მონაცემები იმ პერიოდით, რაც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად მოსარგებლეთა მიმართ, მათთვის აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოსარგებლეთა უფლებები

  • პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლება;
  • პერსონალური მონაცემების ჩასწორების უფლება;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებთან წვდომის უფლება;
  • პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მესამე პირთათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შეზღუდვის უფლება;
  • პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გახმობის უფლება;
  • პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შეზღუდვის უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა წაშლის უფლება.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნა ან საჩივარი შეგიძლიათ წარუდგინოთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com ან დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოებს.

პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისათვის

აიდიეს ბორჯომი მესამე პირებს გადასცემს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, საზღვარგარეთ) მხოლოდ იმ მასშტაბით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების იმ მიზნების მისაღწევად, რომელთა მისაღწევადაც მოხდა აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება თავდაპირველად.

აიდიეს ბორჯომი პერსონალურ მონაცემებს გასცემს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური მოცულობითა და პერიოდით, რაც აუცილებელია ასეთი გადაცემისათვის.

ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე ასეთი მომსახურების შეთავაზების გასაუმჯობესებლად და მასზე წვდომისათვის აიდიეს ბორჯომმა შეიძლება გადასცეს პერსონალური მონაცემები:

  • აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებულ კომპანიებს;
  • აიდიეს ბორჯომის პარტნიორებს;
  • აიდიეს ბორჯომის ქვეკონტრაქტორებს;
  • მესამე პირებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო ორგანოებს (კანონმდებლობის დანაწესების შესასრულებლად);
  • მესამე პირებს აიდიეს ბორჯომის რეორგანიზაციის სამართლებრივი პროცედურის შემთხვევაში და მასთან დაკავშირებით.

აიდიეს ბორჯომმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომის გატარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისათვის.

[/vc_toggle][vc_toggle title=”ქუქის პოლიტიკა” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება გულისხმობს მოსარგებლეთა ელექტრონულ ხელსაწყოებზე დაყენებული „ქუქის“ გამოყენებას.

აიდიეს ბორჯომი იყენებს „ქუქის“ შემდეგ კატეგორიებს:

  • რათა უზრუნველყოს მოსარგებლეები ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან მუდმივი წვდომით;
  • რათა გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებას;
  • რათა სწორად წარმოადგინოს აიდიეს ბორჯომის სარეკლამო მესიჯები ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში;
  • რათა უზრუნველყოს მოსარგებლეთა დაშვება ინფორმაციის გაცვლაზე ვებ-გვერდებიდან/მობილური აპლიკაციებითან სოციალური ქსელების მეშვეობით;
  • რათა განახორციელოს ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების აუდიტორიის გაზომვა (ტრაფიკის ანალიზი, გამოყენების ტრენდები და ა.შ.).

ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში „ქუქის“ გამოყენებამდე აიდიეს ბორჯომი თხოვს მოსარგებლეებს თანხმობას მათ გამოყენებაზე მათთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით (ბანერის ფორმით).

მოსარგებლეებს აქვთ შემდეგი ოფციები „ქუქის“ პარამეტრებთან დაკავშირებით:

  • დაეთანხმოს „ქუქის“ ავტომატურ შენახვასა და გამოყენებას;
  • გააფრთხილოს „ქუქის“ გამოყენების შესახებ;
  • დაბლოკოს „ქუქის“ გამოყენება ყოველთვის (ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები ვებ-გვერდის ოპერირებაზე, მაგალითად, პერსონალიზებული პარამეტრების ოფციის არარსებობა და ა.შ.).

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებისას შესაძლებელია სხვა წყაროების ფუნქციონალური ოფციების გამოყენება, კერძოდ:

  • სოციალური ქსელები (არსებობს ვებ-გვერდიდან/მობილური აპლიკაციიდან შინაარსის პირდაპირი გაზიარების ოფცია) (დამოკიდებულია ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების ფუნქციონალსა და შიდა პარამეტრებზე). არსებობს ასეთი კომპანიების „ქუქის“ ცალკე პოლიტიკა;
  • გუგლის ანალიტიკა სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისათვის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების ზოგადი ხასიათის შესახებ (აიდიეს ბორჯომის მიერ ასეთი ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების შინაარსის გასაუმჯობესებლად და მათზე შეკვეთის მომსახურების მიწოდებისათვის). გუგლის ანალიტიკის გამოყენება რეგულირდება ამ კომპანიის შესაბამისი პოლიტიკით;
  • სხვა რესურსები, რომელთა უსაფრთხოება შემოწმებულია აიდიეს ბორჯომის მიერ.

გაითვალისწინეთ, რომ „ქუქის“ დაბლოკვის ფუნქციის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის არასწორი მუშაობა. არსებობს „ქუქის“ დაბლოკვის ოფცია სრულად ან ნაწილობრივ („ქუქის“ გარკვეული სახეების) ვებ-ბრაუზერების სპეციფიკაციების მოდიფიცირებით იმ ტექნიკურ საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში შესასვლელად.

[/vc_toggle][vc_toggle title=”პასუხისმგებლობა” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

გამოყენების პირობების ნებისმიერი დებულების დარღვევა გამოიწვევს მოსარგებლის პასუხისმგებლობას, რომელიც დადგენილია წინამდებარე გამოყენების პირობებით და ასეთი გამოყენების პირობების მიმართ გამოსაყენებელი კანონმდებლობით.

ვებ-გვერდები/მობილური აპლიკაციები შეიცავს ბმულებს მესამე პირების ვებ რესურსთან. აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი იმ შინაარსზე, რაც განთავსებულია ასეთ ვებ რესურსებზე, ასევე არ არის პასუხისმგებელი მოსარგებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ასეთი რესურსების გამოყენების შედეგად.

აიდიეს ბორჯომი მიმართავს ყველა ღონისძიებას, რათა უზრუნველყოს მოსარგებლე უსაფრთხო, უწყვეტი და სწორი წვდომით ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებზე. ამავე დროს აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი წყვეტაზე ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მუშაობაში, ასეთი ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების შეუსაბამობაზე მოსარგებლის მოწყობილობებთან და მოსარგებლის მიერ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების ვერ გამოყენებაზე, რომელიც გამოწვეულია ინტერნეტ კავშირის არარსებობით. აიდიეს ბორჯომი ინარჩუნებს დისკრეციას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებზე წვდომა მოსარგებლეებს.

აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოეშვას მოსარგებლეებს ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების შედეგად. ამასთან, აიდიეს ბორჯომი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების წინაშე იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მათ მიაყენონ მოსარგებლეებმა ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებით.

[/vc_toggle][vc_toggle title=”სხვადასხვა” style=”square” size=”lg” css_animation=”fadeIn” custom_font_container=”tag:h6|text_align:left|color:%23007a70″ custom_use_theme_fonts=”yes” use_custom_heading=”true”]

გამოყენების პირობები ძალაშია მათი ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში გამოქვეყნების მომენტიდან.

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება აიდიეს ბორჯომსა და მოსარგებლეთა შორის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით (ასეთი მოლაპარაკება ინიცირებული უნდა იქნეს შესაბამისი მოსარგებლის მიერ აიდიეს ბორჯომთან შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით), ასევე გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად.

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვით მიმართეთ აიდიეს ბორჯომის მხარდაჭერას მისამართზე: support@ids-borjomi.com. პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართით აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მოსამართზე: privacy@ids-borjomi.com.

[/vc_toggle][/vc_column][/vc_row]