სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობა დაიწყო

2017 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა.

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ღონისძიებები თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დამატებითი თანხის მობილიზების და ფონდის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სპეციალურად ამ დღისთვის „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი აქსესუარების საქველმოქმედო გამოფენა- –გაყიდვა გამართა. პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა „ბორჯომის“ სოციალური პლატფორმის, #ბორჯომიგულშემატკივარის, მხარდაჭერით. ამ აქციის ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის ბენეფიციარებს.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, 2014 წლის ივნისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 ორგანიზაციის, მათ შორის 53 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 10 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 388 ბავშვის, 21 წლის ასაკის ახალგაზრდებისჩათვლით, დაფინანსება შეძლო.

By | 2017-11-17T17:33:01+00:00 ივნისი 20th, 2017|#მომავლისგულშემატკივარი|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობა დაიწყო