პროექტი „დარგე ხე“

//პროექტი „დარგე ხე“

პროექტი „დარგე ხე“

ვირტუალურმა პროექტმა, „დარგე ხე“, სოციალური ქსელიდან პირდაპირ ბორჯომის პლატოზე გადაინაცვლა. 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 21 აპრილამდე ვინც ფეისბუქზე „ბორჯომის“ ვირტუალური ნაძვის ხე მოიწონა და გააზიარა, „დარგე ხის“ აქციის მონაწილე გახდა. ფეისბუქელი მეგობრების სახელით კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლებმა, სახელმწიფო ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეებმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ბორჯომის რაიონში ფიჭვის 500 ნერგი დარგო.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვირტულაური პროექტი რეალურ დროში ხორციელდება. აპლიკაცია „დარგე ხე“ 2011 წლის დეკემბრიდან ჩავუშვით „ბორჯომის“ ფეისბუქ გვერდზე, სადაც აქტიურობის სანაცვლოდ ჩვენს მეგობრებს ვპირდებოდით ნერგების დარგვას მათი სახელით. დღევანდელ დღემდე ამ აპლიკაციამ რამდენიმე ათასი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის დაპირებას ვასრულებთ და აი დღეს, ანსამბლ „სუხიშვილების“ წევრებთან ერთად ნერგების დასაგრავად ჩამოვედით ბორჯომში“ – განაცხადა ნიცა ჩოლოყაშვილმა, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრმა.

ფიჭვის ხუთასი ნერგი ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე დაირგო. აქციაში IDS ბორჯომი საქართველოსთან ერთად კომპანიის პარტნიორი სახელმწიფო ანსამბლის „სუხიშვილების“ მოცეკვავეებმა მიიღეს მონაწილეობა.

By | 2017-11-03T18:58:34+00:00 აპრილი 23rd, 2012|#ბუნებისგულშემატკივარი|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: პროექტი „დარგე ხე“