#მომავლისგულშემატკივარი 2018-03-27T14:25:50+00:00

#მომავლისგულშემატკივარი

ქვეყნის წარმატება და წინსვლა წარმოუდგენელია განათლებული საზოგადოების გარეშე. განათლებულ საზოგადოებას აქვს უნარი იზრუნოს სახელმწიფოს მშენებლობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, დოვლათის შექმნასა და გამოყენებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე. განათლებული ადამიანი თავისუფალია .. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის #ბორჯომიმომავლისგულშემატკივარი ფარგლებში, ბორჯომსა და მის შემოგარენში, არსებული სკოლების მოსწავლეთათვის,2000 წლიდან არსებობს ფრიადოსანთა სტიპენდიები, 2012 წელს კი, ბორჯომში დავაფუძნეთ ტრენინგ ცენტრი, სადაც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ მათ მიერ შერჩეული საგნების მიხედვით გაიღრმავონ ცოდნა.

ვთვლით, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა.

„ბორჯომის“ ტრენინგ ცენტრი 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა და ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. იგი ემსახურება ქალაქსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით – უცხო ენები (რუსული, ინგლისური), კომპიუტერული პროგრამები, მათემატიკა და უნარები. გარდა ამისა, ცენტრში არსებობს ხელსაქმის, ხატვის, დრამის, ახალგაზრდა ჟურნალისტების წრეები. მიღება წელიწადში ორჯერ ხდება. 2015 წლიდან ცენტრში ფუნქციონირებს უნარებისა და უცხო ენების ერთწლიანი კურსი აბიტურიენტებისათვის. 2012 წლიდან დღემდე, ბორჯომის საგანმანათლებლო ცენტრში დაახლოებით 4 000-მა მოსწავლემ და აბიტურიენტმა მიიღო განათლება. აღსანიშნავია, რომ ცენტრის აბიტურიენტები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს.

ცენტრის მთავარი მიზანია, ბორჯომსა და მის შემოგარენში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი განათლება; საშუალება მისცეს მომავალ თაობას შეისწავლონ მათთვის საინტერესო საგნები, აიმაღლონ ცოდნა და შეიძინონ დამატებითი უნარები.

პროექტი დოტაციურია და მას 100%-ით აფინანსებს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო.

IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის გადაწყვეტილებით, ბორჯომსა და მის შემოგარენში მცხოვრებ, წარჩინებულ მოსწავლეებს მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, 2000 წლიდან დაუწესდათ ყოველთვიური სტიპენდია. სტიპენდიის მიღების უმთავრესი პირობაა უმაღლესი შეფასება ყველა საგანში. ამ ეტაპზე, ჩვენ 11 სტიპენდიატი გვყავს, თუმცა, მათი რიცხვი სისტემატურად იცვლება. კომპანიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ზრდას და, ხშირ შემთხვევაში, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, შეუნარჩუნოს მათ სწავლის ხალისი. აგრეთვე, წაახალისოს ფრიადოსანი ბავშვები და მათი ოჯახები.