კომპანიის შესახებ 2018-02-02T17:40:19+00:00

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია. IDS Borjomi International-ი ნატურალური მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. წარმოების მაჩვენებლის მიხედვით იგი დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული, ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით.

კომპანიის პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია, დღესდღეობით, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბაზარზე აწარმოებს ბუნებრივ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალს.

„ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის უნიკალური მინერალური წყალია, რომელსაც ბუნების საჩუქარსაც კი ვუწოდებთ. ის 1500 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება, თუმცა გაცილებით უფრო ღრმად ფორმირდება. სწორედ მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით. ვულკანური წარმოშობის მინერალების წყალობით „ბორჯომი“ ერთადერთი მინერალური წყალია, რომელიც საშუალებას  გაძლევს ისიამოვნო ცხოვრებით. „ბორჯომი“ – იცხოვრე ვულკანური ძალით!

#ბუნებისგულშემატკივარი

ვგულშემატკივრობთ ბუნებას . ჩვენი მიზანია ბორჯომში მწვანე საფარის აღდგენა და მისი დაცვა

#ბუნებისგულშემატკივარი

#მომავლისგულშემატკივარი

მიზანი: ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა

#მომავლისგულშემატკივარი

#სპორტისგულშემატკივარი

მიზანი: ქართული სპორტის განვითარება და ხელშეწყობა

#სპორტისგულშემატკივარი

#ბორჯომიგულშემატკივარი

მხარს ვუჭერთ სოციალურ პროექტებს.

#ბორჯომიგულშემატკივარი