CSR

IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]

IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

30.01.2023

24 იანვარს, სასტუმრო „პულმანში,“ კომპანია IDS ბორჯომი თბილისსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის, პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, დაბა ბაკურიანში დაგეგმილი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი იქნება. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის,  ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ლიმიტირებული შეფუთვით შეიქმნა.

 თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა –  ზურაბ კოსტავამ და კომპანია IDS ბორჯომი თბილისის გენერალურმა დირექტორმა – გიორგი ერაძემ მოაწერეს. 

გიორგი ერაძე, IDS ბორჯომი თბილისის გენერალური დირექტორი

„სათხილამურო სპორტის გულშემატკივრები წლებია მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გვიხარია, რომ ამ დიდი სპორტული მოვლენის ნაწილი ჩვენც ვიქნებით. „ბორჯომი“ არის ქართული სპორტის გულშემატკივარი და ჩვენთვის პატივია რომ წლების განმავლობაში ვიყავით – სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერი. წელს ზამთრის სპორტისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წელია, ამიტომ წარმატებას ვუსურვებთ ამ ტურნირს და განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ მონაწილეებს, რომლებიც ამ ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ.“ 

ზურაბ კოსტავა, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი 

„მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენის – ბაკურიანი 2023-ის პარტნიორების სიას მინერალური წყალი „ბორჯომიც” შემოუერთდა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და „ბორჯომს“ წლების თანამშრომლობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებშიც ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება.”

მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერი წლების განმავლობაში იყო. ეს თანამშრომლობა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში განახლდება. ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. 

[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]


Posted

in

by

Tags: