სიახლეები

web

23 მარ: კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადება

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, სამწუხაროდ, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. აღნიშნული…

_70A6647 copy (1)

30 იან: IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

24 იანვარს, სასტუმრო „პულმანში,“ კომპანია IDS ბორჯომი თბილისსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის, პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

N AM4I2337 (1)

13 ივნ: IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს.

2

05 დეკ: ბორჯომში ტყის აღდგენა გრძელდება – პლატოს ტერიტორიას კიდევ 3000 ნერგი შეემატა

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენას უწყვეტად განაგრძობს. წელს, საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ამ დრომდე, კომპანიამ პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ეგიდით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 4.5 ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 23 000 ნერგი დარგო.
1

27 აპრ: ბორჯომში ტყის აღდგენა გრძელდება – ბორჯომის პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 ნერგი შეემატა

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, წლების წინ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის აღდგენა-განახლების პროექტი, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ამ დრომდე, კომპანიამ პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4 ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 17 000-ზე მეტი ნერგი დარგო.
gulsh1

28 დეკ: ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტი უწყვეტად გრძელდება

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარის ფარგლებში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე კავკასიური ფიჭვის 2000 ნერგი დაირგო. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საშემოდგომო დარგვების პერიოდში, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიას კიდევ 2000 ახალი ნერგი შეემატა.
image00001

04 სექ: „ბორჯომი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა!

2020 წლის 3 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია IDS ბორჯომი თბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი", 2020 წლის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი გახდა. 
+

25 მაი: კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომში მცხოვრები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას განაგრძობს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს და კომპანიის სტიპენდიანტებს, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, 100 ლარის ღირებულების ვაუჩერს გადასცემს. ვაუჩერების დარიგების პროცესს კომპანიის ხელმძღვანელობა ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციასთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოფს. 
07.04.2020

07 აპრ: კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 327 ოჯახს დაეხმარა

კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 327 ოჯახს, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, 100 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადასცა. ვაუჩერების დარიგების პროცესი 7 აპრილს დაიწყო და ის არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, უშუალოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. 

27.03.2020

27 მარ: „ბორჯომი“ COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს. საიდანაც, 300 000 ლარი ფონდში - StopCov გადაირიცხება, ხოლო 200 000 ლარი მოხმარდება სავადმყოფოების და საკარანტინო ზონების სასმელი წყლით