#ბუნებისგულშემატკივარი 2017-11-17T16:24:11+00:00

#ბუნებისგულშემატკივარი

ჩვენი პლანეტის ეკოლოგია სულ უფრო და უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის. დაბინძურებული ჰაერი, ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, წყლის ინტენსიური აორთქლება, ხშირი გვალვა, ღვარცოფები, მეწყერები და წყალდიდობები, მწვანე საფარის განადგურებით არის გამოწვეული. დღესდღეობით, კლიმატის ცვლასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ მწვანე საფარის აღდგენა, შენარჩუნება და გაშენებაა.

ჩვენ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და მომავალ თაობას ჯანსაღი გარემო დავუტოვოთ.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, 2012 წლიდან, ბორჯომის ტერიტორიაზე, მწვანე საფარის აღდგენის მიზნით, ახორციელებს ხეების დარგვის პროექტს. 2017 წელს კომპანიამ პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, მუხის, ნეკერჩხლის და ფიჭვის 3800 ნერგი დარგო. ხეების დარგვის აქცია პერმანენტულია და წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება.

კომპანიის მთავარი მიზანია ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის საფარის სწრაფი და ეფექტური აღდგენა.