#ბორჯომიგულშემატკივარი 2017-11-17T17:13:26+00:00

#ბორჯომიგულშემატკივარი

საქართველოს სოლიდარობის ფონდი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ის პროექტებია, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენი კომპანია უკვე მრავალი წელია ახორციელებს. #ბორჯომიგულშემატკივარი სწორედ ასეთ სოციალურ და კულტურულ პროექტებს აერთიანებს.

თეატრი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უდიდესი ნაწილია, „ბორჯომი“ კი – ეროვნული საგანძური. სწორედ ამიტომ, სიამაყით ვაცხადებთ, რომ დაარსების დღიდან თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები ვართ.

რაც შეეხება უშუალოდ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ჩვენს ურთიერთობას, ის 2009 წლიდან დაიწყო და ახლაც ნაყოფიერად გრძელდება.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს ოპერის „აბესალომ და ეთერი“ პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა. სწორედ ამ დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო არის ოპერის პარტნიორი.

წელს, 2017 წლის 25 მაისს, სოლიდარობის ფონდსა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გავერთიანდით ერთი დიდი მიზნის, ბავშვებში და 21 წლამდე ახალგაზრდებში, სიმსივნის დამარცხების გარშემო.