„ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერი გახდა

2017 წლის 2017 წლის 3 აპრილს, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კოსტავამ სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის მანძილზე გაუწევს პარტნიორობას.

ღონისძიებას სათხილამურო ფედერაციის და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

პრესკონფერენციის ფარგლებში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განვლილი სეზონი შეაჯამა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშება, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალურ სპონსორის ,,სილქნეტის“, კომპანია ,,ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, ოთხ ეტაპად, მესტიაში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და გუდაურში გამართა.

By | 2017-11-17T17:44:19+00:00 აპრილი 3rd, 2017|#სპორტისგულშემატკივარი|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერი გახდა