CSR

ბორჯომში ტყის აღდგენა გრძელდება – პლატოს ტერიტორიას კიდევ 3000 ნერგი შეემატა

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]

ბორჯომში ტყის აღდგენა გრძელდება –
პლატოს ტერიტორიას კიდევ 3000 ნერგი შეემატა

05.12.2021

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენას უწყვეტად განაგრძობს. წელს, საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა.  ამ დრომდე, კომპანიამ პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ეგიდით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 4.5 ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 23 000 ნერგი დარგო.

„ბოლო ორი წელია ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაწყებული, ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი, პანდემიის მიუხედავად უწყვეტად გრძელდება. ბორჯომის ტყის აღდგენა ჩვენი კომპანიის კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ პროექტით ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაში და მომავალ თაობას სუფთა გარემო დავუტოვოთ. მადლობა, ბუნების ყველა გულშემატკივარს, რომელიც ტყის აღდგენის პროექტში ჩვენთან ერთად ჩაერთო,“განაცხადა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“  პრეზიდენტმა, ლევან ბაღდავაძემ. 

IDS ბორჯომი  საქართველო, ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის საფარის ეფექტური აღდგენა-განახლება და ასევე, ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა. 

„ეროვნულ სატყეო სააგენტოს და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს წლების თანამშრომლობა აკავშირებს და ამ თანამშრომლობის შედეგები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე თვალსაჩინოა. წლების განმავლობაში კომპანიის მიერ 20 000-ზე მეტი ნერგია დარგული. ახლაც ამ საშემოდგომო სეზონზე კიდევ 3000 ნერგი დაირგო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანია ზრუნავს დარგული ნერგების მოვლის სამუშაოებზეც. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის, რომელიც წლებია უწყვეტად გრძელდება,“ აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა. 

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით 2012 წლიდან დაიწყო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი პროექტი, პანდემიის მიუხედავად მეხუთე წელია უწყვეტად გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, მოხერხდა 4.5 ჰექტარამდე ტყის აღდგენა და დაირგო 23 000 ნერგი. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმას გულისხმობს. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა.   

ყველა გულშემატკივარს, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში, ვებგვერდზე www.csr.borjomi.com – იპოვე შენი ხე ღილაკის საშუალებით, შეუძლია ბორჯომის პლატოს ვირტუალურ გარემოში, საკუთარი სახელის მოძიება და დარგული ნერგის ნახვა. ვირტუალური პლატფორმის საშუალებით, „ბორჯომი“ მადლობას უხდის ბუნების გულშემატკივრებს პროექტში ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის.

[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]