[vc_row][vc_column width=”3/4″][vc_column_text]
ხეების დარგვის აქცია ბორჯომში
პროექტს #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი მოხალისეები მთელი საქართველოდან და სოციალური მედიით შემოუერთდნენ.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 3800 ნერგი დაირგო. ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მის მიზანს ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ტყის საფარის აღდგენა და ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენდა.
აქციამ სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა და „ფეისბუქის“ მომხმარებლებისგან პოზიტიური გამოხმაურება მიიღო. #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი აპლიკაციის დახმარებით, სოციალური მედიის აუდიტორია ვირტუალურად შეუერთდა აქციას, შეცვალა პროფილის ფოტო და ამით გამოხატა მხარდაჭერა ბუნების დაცვისა და მწვანე საფარის არსებობის აუცილებლობისთვის.
ხეების დარგვის კამპანიაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლები, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, გამგეობის თანამშრომლები, ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები და IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეებიც შემოუერთდნენ.
[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/4″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]