ბიძინა კვერნაძის 10; 0171 თბილისი, საქართველო

ხატია მოისწრაფიშვილი – განათლება, თუ სპორტი, თუ გარემოს დაცვა?

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი

სულ ერთი წამით დავფიქრდი თემის არჩევისას და მივხვდი, არანაირი „თუ” არ არსებობს, როცა საქმე ეხება ქვეყანას, სადაც დაიბადე, სადაც შენი შვილები იზრდებიან და რომლის სიყვარულიც გენეტიკურად გაქვს მიღებული, რა თქმა უნდა გინდა ის იყოს ყველაზე კარგი, ჰყავდეს ყველაზე განათლებული და ჯანსაღი საზოგადოება. მე ასეთ საქართველოში მინდა ვცხოვრობდე. ვიცი, ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი სურვილი თანხვედრაში იყოს რეალობასთან, ყველამ ჩვენი წილი საქმე უნდა ვაკეთოთ.

ეს ადვილი არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, არც ჩვენ დავბადებულვართ არაფრის საკეთებლად.

და მაინც, განათლება, განათლება და კიდევ ერთხელ განათლება! თუმცა, განათლება მხოლოდ კარგი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი არ არის! განათლება პირველ რიგში დედამიწაზე ყველაზე წკრიალა მასალისგან ადამიანის შექმნაა! დიახ შექმნა! დიახ „ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“ და შემდეგ ვცხოვრობთ ზუსტად ისე, როგორც გვასწავლეს სახლში, ეზოში, მეგობრებთან, სკოლაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – ყველგან!  ის წკრიალა მასალა ყველგან გვაკვირდება, ხედავს ჩვენ როგორ ვიქცევით და გაუცნობიერებლად, მასში ავირეკლებით ჩვენ, ასე ყალიბდება ჩვენი მომავალი თაობა. ჰოდა მარტივ და თან ძალიან გაცვეთილ კითხვაზე – როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი თაობა? ასეთივე მარტივი და გაცვეთილი პასუხიც – რა თქმა უნდა ძალიან კარგი და ჩვენზე უკეთესი, პირველ რიგში გულისხმობს ჩვენს ქცევას, ჩვენს მოქმედებას და კითხვას რას ვაკეთებთ ამისთვის ჩვენ?

არ მიყვარს პათეტიკა, არ მიყვარს ჭკუას რომ მარიგებენ ლექციის ფორმით, მაგრამ ყოველთვის ღია ვარ მაგალითების განსახილველად. ამიტომაც, უბრალოდ გეტყვით მე როგორ ვცდილობ იმ საერთო მიზნისკენ სვლას, რომელიც ყველას გვაერთიანებს და რასაც ძალიან კარგი და ჩვენზე უკეთესი მომავალი თაობა ჰქვია.

დავიწყებ იქედან, რომ ჩემს შვილებს ნებისმიერი არჩევანის სრული თავისუფლება მივეცი, ოღონდ ერთი პირობით: გულისხმიერება, სხვისი შრომის დაფასება და ზრდილობა, არჩევანს მიღმა არსებული ფასეულობებია, ჩემი აზრით ეს ის მოცემულობაა, რომელიც გაძლევს კიდეც თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. შვილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად კი, დღემდე ვებრძვი ჩემ საკუთარ, თითქმის დაუსაბუთებელ ადამიანურ შიშებს, რის გამოც გარკვეულ სიტუაციებში, ხანდახან ერთჯერადად, მათი თავისუფლება შემიზღუდავს კიდეც. მაგალითად, ჩემ უმცროს შვილს, ანდრიას, რომელიც 5 წლიდან ჯირითობს და შეიძლება ითქვას მის ასაკში საუკეთესო ცხენოსანია, წლების განმავლობაში, ჩემი საქართველოში არყოფნის დროს, ვარჯიშს ვაცდენინებდი და ამას უამრავი, ჩემივე მოგონილი არგუმენტით ვამართლებდი ისევ ჩემ თავთან რა თქმა უნდა. ამ ორიოდე წლის წინ  წლების უნახავი, შესანიშნავი ფსიქოლოგი ბაჩა ზარდალიშვილი შემხვდა ქუჩაში, მოვიკითხეთ ერთმანეთი, ჩემი უმცროსი შვილი ცხოვრებაში არ ყავდა ნანახი, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე სოციალური ქსელების წყალობით და მეუბნება, ყოჩაღ ხატია, ჩემი აზრით საუკეთესო დედა ხარ, ნამდვილ რაინდად ზრდი შვილსო, ჩემი, მოულოდნელი შექებისგან გაფართოებული თვალების შემხედვარემ, იქვე განმიმარტა, ამ შემთხვევაში თავად ცხენოსნობას ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, აქ მთავარი ცხენოსნობიდან გამომდინარე, ცხოველებთან და ბუნებასთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და რაც მთავარია სპორტის ამ ურთულეს სახეობაში საკუთარი თავისა და ფსიქიკის მართვა, აი ეს არის იმ უნარების ერთობლიობა, რომელიც საბოლოო ჯამში ღირსეულ და გაწონასწორებულ პიროვნებას ჩამოაყალიბებსო. შევყევით საუბარს და სიტყვას მოვაყოლე, მე როცა არ ვარ საქართველოში, ვარჯიშზე არ ვუშვებ-მეთქი. ჩემი „საუკეთესო დედობა“ ერთბაშად დაიმსხვრა – ეს დიდი შეცდომაა – ასე მითხრა. ამ ჩემი პრაქტიკულად ეგოისტური საქციელის გამო, თურმე ერთის მხრივ რაინდს ვზრდი, მეორეს მხრივ კი მის არაცნობიერ სამყაროში ვგზავნი ნეგატიურ გზავნილს რომ რაინდობა, მხოლოდ დედის თანხლებითაა დასაშვები. ბაჩას სიტყვებმა ჩემში პრაქტიკულად რევოლუციური გარდატეხა მოახდინა. მართალია თავად შიში დღემდე ვერ დავძლიე, მაგრამ ჩემი ემოცია ჩემი შვილის თავისუფლებას დიდი ხანია აღარ ეხება. გული მწყდება ბაჩასთვის მადლობის თქმა, რომ ვერ მოვასწარი. თუმცა,  თუ ამ ბლოგის საშუალებით, ჩემსავით, კიდევ თუნდაც ერთი დედა გააცნობიერებს, რომ თავისუფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, რომელიც შვილებს უპირობოდ უნდა შევუქმნათ, ეს მისთვის საუკეთესო მადლობა იქნება, მჯერა.

კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ჩემს მეორე, შვილს უკავშირდება, მომავალი თაობის მხარდაჭერას ეხება, რაც ასევე დიდ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერიპრობლემად მიმაჩნია ჩვენს ქვეყანაში.  ჩვენ გვაქვს სტაჟირებები, მაგრამ ნაკლებად დაინტერესებულები ვართ სტაჟიორთა რეალური სწავლებით, ვიძლევით შენიშვნებს და ნაკლებად რჩევებს, ჩემ თავს არ გამოვყოფ, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ეს შენიშვნა პირველ რიგში ისევ მე მეხება.

წლების წინ, ჩემი უფროსი შვილი ერთ-ერთ სასტუმროში სტაჟირებაზე მოხვდა. მესამე კურსზე გადასასვლელად, მისმა სასწავლებელმა სავალდებულო სტაჟირება მოითხოვა. იდეაში სულ სხვა პროფესიაზე ფიქრობდა. სტაჟირება ერთვიანი იყო.  მაგრამ მთავარი ჯერ არ მითქვამს – იმ სასტუმროში, საბედნიეროდ ერთ-ერთ მმართველ მენეჯერად ავსტრიელი Ditmar Platz-ი მუშაობდა. ამ ადამიანმა ერთი თვის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო – მარიამისთვის გამოიწერა სპეციალური ლიტერატურა უცხოეთიდან; საკუთარი ინიციატივით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, უტარებდა ლექციებს და გამოცდებსაც კი. სავალდებულო სტაჟირების ვადის ამოწურვის შემდეგ კი ანაზღაურებად სტაჟირებაზე დატოვა, ჯერ ყველაფერი არ გისწავლიაო. დიტმარ პლაცი საქართველოში დიდი ხანია აღარ მუშაობს, თუმცა მუდმივად ინტერესდება ყოფილი სტაჟიორის პროფესიული საქმიანობით, რჩევებს და გამოცდილებას უზიარებს დღემდე წერილობით. მოგვიანებით მარიამმა სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით  განაგრძო სწავლა. დღეს ის რეალიზებული, შემდგარი პროფესიონალია, მუშაობს, ასწავლის და დიდი იმედი მაქვს, ისევე გულმოდგინედ, როგორც ამას მისი საუკეთესო, დღეს ძალიან მოდურ სიტყვას თუ გამოვიყენებ, „ქოუჩი“ (Couch) აკეთებდა. ესეც კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემი შვილების ცხოვრებაში.

აქ დედურ სისუსტეს არ დავმალავ და პირველად საჯაროდაც შევაქებ მარიამს, მისი შრომისმოყვარეობის, პროფესიონალიზმის და წარმატების გამო. სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში რაღაც უცნაური, თუმცა მარტივად ახსნადი, საბჭოთა პროპაგანდის მიერ შექმნილი დამოკიდებულება არსებობდა შექება-წახალისებასთან მიმართებაში, თითქოს ზედმეტი შექება ბავშვს აზიანებდა.  ეს არასწორი მიდგომა, დიდი იმედი მაქვს, ჩვენს საზოგადოებაში აღარ არსებობს. ხშირად შევაქოთ შვილები, წავახალისოთ, რა თქმა უნდა დამსახურებულად ან ცოტათი ზედმეტადაც, ამით არაფერი დაშავდება, პირიქით, ბევრად ლაღები და თავდაჯერებულები გაიზრდებიან, არც ეს არის რჩევა, უბრალოდ მე ასე ვფიქრობ.

პოსტ სკრიპტუმის ნაცვლად კი ერთს დავამატებ, მხოლოდ ჩემ აზრს, არა რჩევას, მინდა მოვიქცეთ ისე,  როგორც გვინდა, რომ ჩვენ გვექცეოდნენ, ვიყოთ სამაგალითოები და კარგები არა მხოლოდ ჩვენი შვილებისთვის, სხვისი შვილებისთვისაც, ისინიც გვაკვირდებიან, სწორედ ის სხვისი შვილები არიან ჩვენი შვილების თანამოქალაქეები, ისინი იქნებიან ცხოვრების თუ ბიზნესის პარტნიორები და ყველანი ერთად, ჩვენი მომავალი საქართველო!

ამ ყველაფრის შემდეგ კი ისევ იქ ვბრუნდები, საიდანაც დავიწყე – განათლება, განათლება, განათლება და აქვე, სიამოვნებით დავამატებდი მხოლოდ ერთ სიტყვას და ეს სიტყვაა  -საუკეთესო!

24.04.2019

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალური მონაცემების დამუშავება აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მეშვეობით



აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მოსარგებლეთათვის მიწოდების მიზნით.

მონაცემთა შეგროვებისა და დამოშავების პირობების გათვალისწინებით, მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი შეიძლება იყოს აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიები. იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი კომპანიის შესახებ, გააგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალთან მისამართზე: privacy@ids-borjomi.com  (პასუხის გაცემა ხდება მხოლოდ მოთხოვნის გამგზავნ პირთან მიმართებაში).

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს 16 წელს ქვემოთ პირების პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს: რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მოსაზრებები, რელიგიური და ფილოსოფიური რწმენა, წევრობა პოლიტიკურ პარტიებში და პროფესიულ კავშირებში, პასუხისმგებლობაში მიცემა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, სექსუალურ ცხოვრებასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მონაცემები, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები („სენსიტიური პერსონალური მონაცემები“).

აიდიეს ბორჯომი უზრუნველყოფს ყველა ზომის მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულით შესაბამისი კანონმდებლობისა (მათ, შორის, ზოგადი პერსონალური მონაცემების დირექტივის, თუ სავალდებულოა) და აიდიეს ბორჯომის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.


კონტაქტები

ნებისმიერი შეკითხვით პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით მიმართეთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com

აიდიეს ბორჯომის მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები, პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი

აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მასშტაბი, მეთოდი, მიზანი და სამართლებრივი საფუძველი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება მოსარგებლის მხრიდან აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება, ასევე მოსარგებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მასშტაბის გათვალისწინებით.

აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:

სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი, ბინადრობის ქალაქი და ქვეყანა;
ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში ანგარიშის მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი);
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის „ქუქი“, ტექნიკური მონაცემები.

რაც შეეხება საბანკო საგადახდო ბარათებთან დაკავშირებულ მონაცემებს (ბარათის მფლობელის სახელი, ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და CVV კოდი), აიდიეს ბორჯომი არის მონაცემთა ექსკლუზიური მაკონტროლებელი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს. აიდიეს ბორჯომი ჩართავს საგადახდო სერვისის სპეციალიზირებულ პროვაიდერს, რომელიც ექსკლუზიურად დაამუშავებს ასეთ პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი ასევე აგროვებს ანონიმურ მონაცემებს, რომელიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს (აიდიეს ბორჯომი ასეთი მონაცემებით ვერ მოახდენს მოსარგებლის იდენტიფიცირებას). ანონიმური მონაცემები გროვდება და მუშავდება კონსოლიდირებული ფორმით და გამოიყენება მარკეტინგული კვლევების მიზნებისათვის.

მოსარგებლეთა მიერ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების გზით აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების სამართლებრივი საფუძველია:

თანხმობა პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე;
აიდიეს ბორჯომის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
აიდიეს ბორჯომის მიმართ არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება;
აიდიეს ბორჯომის კანონიერი ინტერესები.

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა ანგარიშების შექმნა;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა წვდომის უზრუნველყოფა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთა, ასეთი შეკვეთების მართვა, აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდება;
მოსარგებლეთა პრეფერენციების აღმოჩენა, რათა მოხდეს აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ პერსონიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება;
მოსარგებლეთა საძიებო და საინფორმაციო მოთხოვნებზე პასუხების უზრუნველყოფა აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ;
აიდიეს ბორჯომის გამოკითხვების, პრომო აქციეაბისა და ლოიალურობის პროგრამების ჩატარების შესაძლებლობა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ სიახლეების გამოწერის მართვა;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში უკუკავშირის ფორმების გამოყენება;
ვებ-გვერდებიდან/მობილური აპლიკაციებიდან ელ. ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარების უზრუნველყოფა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის მარკეტინგული კვლევების ჩატარება და ტრენდების ანალიზი;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების ოპერირების გაუმჯობესება;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სიახლეები, ინფორმაცია პრომო აქტივობებზე და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებზე).

მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება საჭიროა აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენებისათვის, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის.

ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში შესასვლელად არსებობს მესამე პირების მიერ მართული სოციალური ქსელების მეშვეობით შესვლის ოფცია (დამოკიდებულია ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის ფუნქციონალზე და შიდა სპეციფიკაციებზე). ასეთი ოფციის გამოყენებით მოსარგებლე ეთანხმება აიდიეს ბორჯომისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გაყოფას იმ მასშტაბით, რაც მოთხოვნილია შესაბამისი სოციალური ქსელის შიდა პარამეტრებით.

აიდიეს ბორჯომი ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა თითოეულ კატეგორიას იმ პერიოდით, რაც საჭიროა შესაბამისი მიზნის მისაღწევად. ამის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემი იშლება. ნებისმიერ შემთხვევაში აიდიეს ბორჯომი უფლებამოსილია, შეინახოს პერსონალური მონაცემები იმ პერიოდით, რაც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად მოსარგებლეთა მიმართ, მათთვის აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოსარგებლეთა უფლებები

პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლება;
პერსონალური მონაცემების ჩასწორების უფლება;
პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებთან წვდომის უფლება;
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მესამე პირთათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შეზღუდვის უფლება;
პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გახმობის უფლება;
პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შეზღუდვის უფლება;
პერსონალურ მონაცემთა წაშლის უფლება.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნა ან საჩივარი შეგიძლიათ წარუდგინოთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com ან დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოებს.

პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისათვის

აიდიეს ბორჯომი მესამე პირებს გადასცემს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, საზღვარგარეთ) მხოლოდ იმ მასშტაბით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების იმ მიზნების მისაღწევად, რომელთა მისაღწევადაც მოხდა აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება თავდაპირველად.

აიდიეს ბორჯომი პერსონალურ მონაცემებს გასცემს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური მოცულობითა და პერიოდით, რაც აუცილებელია ასეთი გადაცემისათვის.

ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე ასეთი მომსახურების შეთავაზების გასაუმჯობესებლად და მასზე წვდომისათვის აიდიეს ბორჯომმა შეიძლება გადასცეს პერსონალური მონაცემები:

აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებულ კომპანიებს;
აიდიეს ბორჯომის პარტნიორებს;
აიდიეს ბორჯომის ქვეკონტრაქტორებს;
მესამე პირებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო ორგანოებს (კანონმდებლობის დანაწესების შესასრულებლად);
მესამე პირებს აიდიეს ბორჯომის რეორგანიზაციის სამართლებრივი პროცედურის შემთხვევაში და მასთან დაკავშირებით.

აიდიეს ბორჯომმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომის გატარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისათვის.