CSR

სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ ბორჯომში ქართული მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ მხარდაჭერით გაიმართა

[vc_row][vc_column width=”3/4″][vc_column_text]

სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ ბორჯომში ქართული მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ მხარდაჭერით გაიმართა

ქ. ბორჯომი

17.07.2012წ.

უილიამ შექსპირის პიესა  „როგორც გენებოთ“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა, ბორჯომის მინერალური წყლების პარკში ღია ცის ქვეშ შეასრულეს. ლევან წულაძის სპექტაკლმა ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების მხრიდან დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარჯანიშვილის თეატრს პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარჯანიშვილის თეატრს იმისთვის, რომ ის უკვე წლებია  კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს პარტნიორი და მეგობარია. მოგეხსენებათ თეატრს გამორჩეული რეპერტუარი აქვს და ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს საყვარელ ქალაქ ბორჯომში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მისი სტუმრებისთვის გვეჩვენებინა ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი“ – აცხადებს, IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი,  ნანიკო კუპრაშვილი.

უილიამ შექსპირის პიესაზე დადგმული ლევან წულაძის სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ პირველად ხუთი წლის წინ დაიდგა საქართველოში. მას შემდეგ ამ სპექტაკლმა მსოფლიოს 25 ქვეყანა და საქართველოს არაერთი მხარე მოიარა.

[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/4″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]


Tags: