ბიძინა კვერნაძის 10; 0171 თბილისი, საქართველო

ნანუკა ჟორჟოლიანი – მადლობა იზიკო

ჟურნალისტი

წყალტუბოში, ქუთაისის ქუჩაზე, ადრე აღმასკომის და ახლა მგონი გამგეობის უკან იდგა ძალიან პატარა კორპუსი. შესაბამისი ზომის ეზოთი, რაც კიდევ უფრო მჭიდროს ხდიდა სამეზობლოს ურთიერთობას. ყოველგვარი მცდელობის გარეშე იგებდი ვისი ქმარი როდის მოდიოდა, ვინ–ვის საყვედურობდა. ამ კორპუსის წინ, დიდი თუთის ხე ჩრდილს ქმნიდა და ყოველ საღამოს, მთელი ეზოს ამბები იქ ირჩეოდა.

პირველ სართულზე ცხოვრობდა იზიკო. (იზა თალაკვაძე) ჭაღარას არ იღებავდა, მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო და, იმ თუთის ხის ქვევითაც ვერავინ ბედავდა არ დაედასტურებინათ ამბავი, რომ მუსიკალური სკოლის რენესანსი ხანა, სწორედ იზიკოს უკავშირდებოდა.

ყოველ საღამოს, დამაყენებდა თუთის ხესთან და მთელ ეზოს აიძულებდა ტაში დაეკრათ ჩემს მიერ უკვე ასჯერ წაკითხულ ლექსზე. ტაში ისე მაგიჟდებდა რომ ყოველ დღე, ახალ და ახალ ლექსს ვსწავლობდი და “სახალხო ჩვენებამდე”, სარკეში, გამოთქმით ვკითხულობდი. ყოველი ასეთი წარმოდგენის შემდეგ იზიკო მეუბნებოდა რომ ჩემში იყო რაღაც განსაკუთრებული. “მოვა დრო, შენ ისეთი გოგო დადგები, როცა ეს ადამიანები ჩემს გარეშეც დაგიკრავენ ტაშს და მაშინ, არ დაგავიწყდეს ეს თუთის ხე”

გეგონება ეს სიტყვები ჩემს ცხოვრებას დააწერა იზიკომ. არაფერი ისე ზუსტად არ მახოვს ჩემი ბავშვობიდან როგორც მისი გარეგნობა, ხმა, ხელის თითები, მუდამ მოვლილი სახლი, მისი შვილები, რომლებიც სულ კითხულობდნენ და ეს, ძალიან გამორჩეულს ხდიდა მათ.

დილით, ადრე დგებოდა. ქმარს, რომელიც ძალიან სიმპატიური და ცოტა მექალთანე იყო სახლიდან გაწკიპინებულს უშვებდა. მუდამ თეთრი, ან ცისფერი პერანგით, რაც სისუფთავეს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. თვლიდა რომ განათლება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაყად მიყვებოდა თამრიკომ რა წაიკითხა, (არ ვიცი მაშინ რას ვიგებდი) და ქეთინომ როგორ გააკვირვა მასწავლებელი.

ჩამკიდებდა ხელს, ტყით გადავჭრიდით გზას და მივიდოდით სკოლაში, სადაც, მისი ცოტა ეშინოდათ. საქმიანობას თაროებზე თითის გადასმით დაიწყებდა. შემდეგ, ყველა მოსწავლის ამბავს მოიკითხავდა, (რომელიც ყველაზე კარგად იცოდა) და ბოლოს მორწყავდა გვიმრებს ქოთანში, რომელიც სახლში ბევრი ჰქონდა.

არაფერი ისე ხშირად არ მახსენდება, როგორც იზიკო. ბავშვობაში ისე დამარწმუნა, მის ჯადოსნურ სიტყვებში, რომ ყველაფერი გავაკეთე, პატარა ეზოში გაზრდილმა გოგომ, რომ თუთის ხესთან მყოფი ადამიანები, აუდიტორიად გადამექცია და დარწმუნებული ვარ, წარმატებას აღწევენ ისინი, ვისაც ერთი იზიკო მაინც ყავს.

ყველა ადამიანი განსაკუთრებულია. უბრალოდ, ამის, კიდევ ვიღაცას უნდა ჯეროდეს, რომ ოდნავ მოგვიანებით ეს ყველაფერი ერთ ენერგიად აქციო. ამ ენერგიების ერთობას ქვია, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარულის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის რწმენით იგებ ყველა ომს და თუ აგებ, მაინც გამარჯვებული აგრძელებ გზას.

ძალიან დიდი ხანი არ ვყოფილვარ წყალტუბოში. “შახტიორი” სადაც ბავშვობა გავატარე დანგრეულია. ჩემი გამზრდელი ბებოები აღარ არიან. ჩემი მეგობრები სხვაგან ცხოვრობენ. აქედან ერთ–ერთი, ყველაზე ძვირფასის საფლავი მაქვს მშობლიურ ქალაქში. ამიტომაც არ გამირბის გული იქეთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩავედი და მივედი ქუთაისის ქუჩაზე. მოვიარე სამეზობლო, ვიკითხე ყველას ამბავი და შემდეგ ჩამოვჯექი თუთის ხესთან.არაფერი ისეთი გემრიელი არაა, როგორც ის თუთა, ქუთაისის ქუჩაზე.

იზიკო წლების წინ გარდაიცვალა. კიბოთი. ამბობენ იწვალაო და გული მწყდება, რომ მაშინ, ჯერ კიდევ პატარამ, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე მისთვის. მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მინდა, ყოველ ოთხშაბათს, საღამოს ათ საათზე, იზიკო უყურებდეს იმას, რაშიც მან დამარწმუნა.

13.09.2018

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალური მონაცემების დამუშავება აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მეშვეობით



აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მოსარგებლეთათვის მიწოდების მიზნით.

მონაცემთა შეგროვებისა და დამოშავების პირობების გათვალისწინებით, მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი შეიძლება იყოს აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიები. იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი კომპანიის შესახებ, გააგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალთან მისამართზე: privacy@ids-borjomi.com  (პასუხის გაცემა ხდება მხოლოდ მოთხოვნის გამგზავნ პირთან მიმართებაში).

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს 16 წელს ქვემოთ პირების პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს: რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მოსაზრებები, რელიგიური და ფილოსოფიური რწმენა, წევრობა პოლიტიკურ პარტიებში და პროფესიულ კავშირებში, პასუხისმგებლობაში მიცემა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, სექსუალურ ცხოვრებასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მონაცემები, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები („სენსიტიური პერსონალური მონაცემები“).

აიდიეს ბორჯომი უზრუნველყოფს ყველა ზომის მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულით შესაბამისი კანონმდებლობისა (მათ, შორის, ზოგადი პერსონალური მონაცემების დირექტივის, თუ სავალდებულოა) და აიდიეს ბორჯომის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.


კონტაქტები

ნებისმიერი შეკითხვით პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით მიმართეთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com

აიდიეს ბორჯომის მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები, პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი

აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მასშტაბი, მეთოდი, მიზანი და სამართლებრივი საფუძველი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება მოსარგებლის მხრიდან აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება, ასევე მოსარგებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მასშტაბის გათვალისწინებით.

აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:

სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი, ბინადრობის ქალაქი და ქვეყანა;
ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში ანგარიშის მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი);
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის „ქუქი“, ტექნიკური მონაცემები.

რაც შეეხება საბანკო საგადახდო ბარათებთან დაკავშირებულ მონაცემებს (ბარათის მფლობელის სახელი, ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და CVV კოდი), აიდიეს ბორჯომი არის მონაცემთა ექსკლუზიური მაკონტროლებელი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს. აიდიეს ბორჯომი ჩართავს საგადახდო სერვისის სპეციალიზირებულ პროვაიდერს, რომელიც ექსკლუზიურად დაამუშავებს ასეთ პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი ასევე აგროვებს ანონიმურ მონაცემებს, რომელიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს (აიდიეს ბორჯომი ასეთი მონაცემებით ვერ მოახდენს მოსარგებლის იდენტიფიცირებას). ანონიმური მონაცემები გროვდება და მუშავდება კონსოლიდირებული ფორმით და გამოიყენება მარკეტინგული კვლევების მიზნებისათვის.

მოსარგებლეთა მიერ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების გზით აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების სამართლებრივი საფუძველია:

თანხმობა პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე;
აიდიეს ბორჯომის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
აიდიეს ბორჯომის მიმართ არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება;
აიდიეს ბორჯომის კანონიერი ინტერესები.

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა ანგარიშების შექმნა;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა წვდომის უზრუნველყოფა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთა, ასეთი შეკვეთების მართვა, აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდება;
მოსარგებლეთა პრეფერენციების აღმოჩენა, რათა მოხდეს აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ პერსონიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება;
მოსარგებლეთა საძიებო და საინფორმაციო მოთხოვნებზე პასუხების უზრუნველყოფა აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ;
აიდიეს ბორჯომის გამოკითხვების, პრომო აქციეაბისა და ლოიალურობის პროგრამების ჩატარების შესაძლებლობა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ სიახლეების გამოწერის მართვა;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში უკუკავშირის ფორმების გამოყენება;
ვებ-გვერდებიდან/მობილური აპლიკაციებიდან ელ. ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარების უზრუნველყოფა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის მარკეტინგული კვლევების ჩატარება და ტრენდების ანალიზი;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების ოპერირების გაუმჯობესება;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სიახლეები, ინფორმაცია პრომო აქტივობებზე და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებზე).

მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება საჭიროა აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენებისათვის, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის.

ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში შესასვლელად არსებობს მესამე პირების მიერ მართული სოციალური ქსელების მეშვეობით შესვლის ოფცია (დამოკიდებულია ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის ფუნქციონალზე და შიდა სპეციფიკაციებზე). ასეთი ოფციის გამოყენებით მოსარგებლე ეთანხმება აიდიეს ბორჯომისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გაყოფას იმ მასშტაბით, რაც მოთხოვნილია შესაბამისი სოციალური ქსელის შიდა პარამეტრებით.

აიდიეს ბორჯომი ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა თითოეულ კატეგორიას იმ პერიოდით, რაც საჭიროა შესაბამისი მიზნის მისაღწევად. ამის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემი იშლება. ნებისმიერ შემთხვევაში აიდიეს ბორჯომი უფლებამოსილია, შეინახოს პერსონალური მონაცემები იმ პერიოდით, რაც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად მოსარგებლეთა მიმართ, მათთვის აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოსარგებლეთა უფლებები

პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლება;
პერსონალური მონაცემების ჩასწორების უფლება;
პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებთან წვდომის უფლება;
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მესამე პირთათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შეზღუდვის უფლება;
პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გახმობის უფლება;
პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შეზღუდვის უფლება;
პერსონალურ მონაცემთა წაშლის უფლება.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნა ან საჩივარი შეგიძლიათ წარუდგინოთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com ან დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოებს.

პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისათვის

აიდიეს ბორჯომი მესამე პირებს გადასცემს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, საზღვარგარეთ) მხოლოდ იმ მასშტაბით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების იმ მიზნების მისაღწევად, რომელთა მისაღწევადაც მოხდა აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება თავდაპირველად.

აიდიეს ბორჯომი პერსონალურ მონაცემებს გასცემს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური მოცულობითა და პერიოდით, რაც აუცილებელია ასეთი გადაცემისათვის.

ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე ასეთი მომსახურების შეთავაზების გასაუმჯობესებლად და მასზე წვდომისათვის აიდიეს ბორჯომმა შეიძლება გადასცეს პერსონალური მონაცემები:

აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებულ კომპანიებს;
აიდიეს ბორჯომის პარტნიორებს;
აიდიეს ბორჯომის ქვეკონტრაქტორებს;
მესამე პირებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო ორგანოებს (კანონმდებლობის დანაწესების შესასრულებლად);
მესამე პირებს აიდიეს ბორჯომის რეორგანიზაციის სამართლებრივი პროცედურის შემთხვევაში და მასთან დაკავშირებით.

აიდიეს ბორჯომმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომის გატარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისათვის.