ბიძინა კვერნაძის 10; 0171 თბილისი, საქართველო
ფოტო – დავით ჭალიძე
მარიშკა ჯავახაძე – “დაგვიანებული, მაგრამ მიანც ნასწავლი”

კომპანია Quintessentiallly საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება – სიმაღლეშიც, კლასში, ყველაზე გვიან გავიზარდე, კბილებიც ყველაზე გვიან მოვიცვალე და დიპლომიც ყველაზე გვიან, 28 წლისამ, ავიღე.

28 წელი ახალგაზრდა ასაკად მიიჩნევა, თუმცა ჩვენი სტანდარტებით ბაკალვრის ხარისხის მისაღებად ძალიან დაგვიანებულია. მახსოვს ის დისკომფორტი, როდესაც უნივერსიტეტში მისულს ასაკს მეკითხებოდნენ ჩემზე 6-7 წლით პატარა კურსელები და გაკვირებულები მიყურებდნენ. ვერ ხვდებოდნენ, 23 წლის ასაკში რატომ ვიყავი პირველ კურსზე. მე კი უხერხულობისგან დარცხვენილი ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ არაფერი არასადროსაა გვიან – მითუმეტეს, სწავლა; როგორ შეიძლება, განათლების მიღება ოდესმე დაგვიანებული იყოს?! მუდამ ვახსენებდი ჩემს თავს დავით გურამიშვილის სიტყვებს: „სწავლა სიკვდიმდე შენია“ და ასე ვცდილობდი ასაკის კომპლექსის დაძლევას.

ფოტო – ნატო ნიჟარაძე

სკოლა, სტანდარტულად, 17 წლისამ დავამთავრდე და იმავე წელს, სტანდარტულად, როგორც კარგი ოჯახის შვილს და შვილიშვილს შეეფერება უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სტერეოტიპულ აზროვნებას ვერსად გავექეცი და მთავარ მიზნად ჩაბარება დავისახე. არც კი დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რა მინდოდა მომავალში, რისი გაკეთება მომანიჭებდა ბედნიერებას – მთავარი იყო, დედა, მამა, ბებია, ბაბუა გამეხარებინა და ჩამებარებინა;  და, აი, ჩავაბარე კიდეც ბიზნეს ადმინისტრირებაზე და გავეშურე სრულიად უცხო ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, ბიზნესის ხარისხის მისაღებად. პირველივე ლექციაზე მისული მივხდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მაინტერესებდა, თუმცა პასუხიმგებლობის თუ სირცხვილის გრძნობამ არ მომცა გამბედაობა, ოჯახისითვის გამემხილა, აღარ მინდოდა ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლა; უფრო მეტიც, არ ვიცოდი, რა მინდოდა. ზუსტად 2 წელი და 8 თვე დამჭირდა გამბედაობის მოსაკრებად  და, აი, ერთ დღესაც გავამხილე, რომ აღარ მინდოდა ლონდონში დაბრუნება. ოჯახმა ეს ამბავი ძალიან ადექვატურად მიიღო და ჩემთან ერთად დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი მომავლისთვის. მოვიარე თბილისში არსებული თითქმის ყველა უნივერსიტეტი, ვესწრებოდი თავისუფალი მსმენლის სტატუსით სხვადასხვა ლექციას, ვცდილობდი, საკუთარი თავი მეპოვნა. ძიება დიდხანს გაგრძელდა. ერთ მშვენიერ დღეს კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბატონმა მარგველაშვილმა (მაშინ ჯერ კიდევ ჯიპას რექტორმა) მითხრა, რომ აპირებდა ბაკალავრიატის გაკეთებას ჯიპაში. მოკლედ ამიხსნა თუ რას ნიშნავდა „სოციალური მეცნიერებები“ და თითქოს ზუსტად იმას მიყვებოდა რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. ჯიპაში მისულს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ეს ფაკულტეტი საჩუქარი იყო ჩემთვის და ამდენწლიან გაურკვევლობასა და ძიებას როგორც იქნა წერტილი დაესვა.

ის კიდევ ცალკე ამბავია, თუ როგორ შემაყვარა წიგნი ჯიპამ და ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, თუმცა იმხელა გრძნობებსა და ემოციებს უკავშირდება,  რომ ფურცელზე გადატანას ალბათ ვერ შევძლებ.

დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, წერს გურამ დოჩანაშვილი, მე კი დავამატებდი, სიყვარულთან ერთად დედამიწას განათლება ატრიალებს. წიგნმა და უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ შემაყვარა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გარემო, დედამიწა. მასწავლა, რომ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას, რადგან ჩვენი სახლი მხოლოდ ჩვენი ბინით არ შემოიფარგლება – თითოეულ ხეს, ბუჩქს, ყვავილსა და ბალახს გაფრთხილება უნდა.

უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ გამაცნობიერებინა, რომ ადამიანები პასუხისმგებლები ვართ ყველა იმ ცოცხალ არსებაზე, რომლებიც მოვიშინაურეთ  და რაკი მოვიშინაურეთ, უნდა ვიზრუნოთ კიდეც მათზე. სხვათა შორის, ზუსტად უნივერსიტეტში სწავლისას წავიკითხე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ძაღლი“, არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“… დარწმუნებული ვარ, სწორედ სწავლამ და განთლების პროცესმა შემაყავარა ასე ცხოველები და ბუნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ განათლება და სწავლა აჩენს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გრძნობებს როგორებიცაა ემპათია, თანაგრძნობა, თანადგომა, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა, პატრიოტიზმი. ეს ყველაფერი განათლებას უკავშირდება.

წერა იმით დავიწყე, რომ ცხოვრებაში არაფერია   გვიანი. ძალიან კარგია თუ გაგიმართლა და სკოლის დამთავრებისთანავე იცი რა გინდა ცხოვრებისგან, მაგრამ  თუ ჯერ არ გიპოვია საკუთარი თავი, მაშინ იქნებ ჩემი მაგალითი გამოგადგეს.

პ.ს ახლა ამ ნაწერს მამასა და ბაბუს გადავუგზავნი, რომ გრამატიკულად შემისწორონ, თუმცა საჯაროდ ვდებ პირობას, რომ წერას უკეთ ვისწავლი. მერე რა, რომ უკვე 30 წლის ვარ, სწავლა ხომ მუდამ შეიძლება…

19.02.2019

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პერსონალური მონაცემების დამუშავება აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების მეშვეობით



აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მოსარგებლეთათვის მიწოდების მიზნით.

მონაცემთა შეგროვებისა და დამოშავების პირობების გათვალისწინებით, მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი შეიძლება იყოს აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიები. იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია მონაცემების მაკონტროლებელი და გადამამუშავებელი კომპანიის შესახებ, გააგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალთან მისამართზე: privacy@ids-borjomi.com  (პასუხის გაცემა ხდება მხოლოდ მოთხოვნის გამგზავნ პირთან მიმართებაში).

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს 16 წელს ქვემოთ პირების პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი არ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს: რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მოსაზრებები, რელიგიური და ფილოსოფიური რწმენა, წევრობა პოლიტიკურ პარტიებში და პროფესიულ კავშირებში, პასუხისმგებლობაში მიცემა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, სექსუალურ ცხოვრებასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული მონაცემები, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები („სენსიტიური პერსონალური მონაცემები“).

აიდიეს ბორჯომი უზრუნველყოფს ყველა ზომის მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულით შესაბამისი კანონმდებლობისა (მათ, შორის, ზოგადი პერსონალური მონაცემების დირექტივის, თუ სავალდებულოა) და აიდიეს ბორჯომის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.


კონტაქტები

ნებისმიერი შეკითხვით პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით მიმართეთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com

აიდიეს ბორჯომის მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები, პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი

აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მასშტაბი, მეთოდი, მიზანი და სამართლებრივი საფუძველი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება მოსარგებლის მხრიდან აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენება, ასევე მოსარგებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მასშტაბის გათვალისწინებით.

აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს მოსარგებლეთა შემდეგი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს:

სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი, ბინადრობის ქალაქი და ქვეყანა;
ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში ანგარიშის მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი);
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის „ქუქი“, ტექნიკური მონაცემები.

რაც შეეხება საბანკო საგადახდო ბარათებთან დაკავშირებულ მონაცემებს (ბარათის მფლობელის სახელი, ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და CVV კოდი), აიდიეს ბორჯომი არის მონაცემთა ექსკლუზიური მაკონტროლებელი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს. აიდიეს ბორჯომი ჩართავს საგადახდო სერვისის სპეციალიზირებულ პროვაიდერს, რომელიც ექსკლუზიურად დაამუშავებს ასეთ პერსონალურ მონაცემებს.

აიდიეს ბორჯომი ასევე აგროვებს ანონიმურ მონაცემებს, რომელიც არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს (აიდიეს ბორჯომი ასეთი მონაცემებით ვერ მოახდენს მოსარგებლის იდენტიფიცირებას). ანონიმური მონაცემები გროვდება და მუშავდება კონსოლიდირებული ფორმით და გამოიყენება მარკეტინგული კვლევების მიზნებისათვის.

მოსარგებლეთა მიერ ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების გამოყენების გზით აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების სამართლებრივი საფუძველია:

თანხმობა პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე;
აიდიეს ბორჯომის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
აიდიეს ბორჯომის მიმართ არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება;
აიდიეს ბორჯომის კანონიერი ინტერესები.

ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების მოსარგებლეთა პერსონალურ მონაცემებს აიდიეს ბორჯომი აგროვებს და ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა ანგარიშების შექმნა;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში მოსარგებლეთა წვდომის უზრუნველყოფა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შეკვეთა, ასეთი შეკვეთების მართვა, აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდება;
მოსარგებლეთა პრეფერენციების აღმოჩენა, რათა მოხდეს აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ პერსონიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება;
მოსარგებლეთა საძიებო და საინფორმაციო მოთხოვნებზე პასუხების უზრუნველყოფა აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ;
აიდიეს ბორჯომის გამოკითხვების, პრომო აქციეაბისა და ლოიალურობის პროგრამების ჩატარების შესაძლებლობა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ სიახლეების გამოწერის მართვა;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში უკუკავშირის ფორმების გამოყენება;
ვებ-გვერდებიდან/მობილური აპლიკაციებიდან ელ. ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარების უზრუნველყოფა;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის მარკეტინგული კვლევების ჩატარება და ტრენდების ანალიზი;
აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდების/მობილური აპლიკაციების ოპერირების გაუმჯობესება;
აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სიახლეები, ინფორმაცია პრომო აქტივობებზე და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებზე).

მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება საჭიროა აიდიეს ბორჯომის ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენებისათვის, ასევე აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის.

ვებ-გვერდებზე/მობილურ აპლიკაციებში შესასვლელად არსებობს მესამე პირების მიერ მართული სოციალური ქსელების მეშვეობით შესვლის ოფცია (დამოკიდებულია ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის ფუნქციონალზე და შიდა სპეციფიკაციებზე). ასეთი ოფციის გამოყენებით მოსარგებლე ეთანხმება აიდიეს ბორჯომისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გაყოფას იმ მასშტაბით, რაც მოთხოვნილია შესაბამისი სოციალური ქსელის შიდა პარამეტრებით.

აიდიეს ბორჯომი ამუშავებს პერსონალურ მონაცემთა თითოეულ კატეგორიას იმ პერიოდით, რაც საჭიროა შესაბამისი მიზნის მისაღწევად. ამის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემი იშლება. ნებისმიერ შემთხვევაში აიდიეს ბორჯომი უფლებამოსილია, შეინახოს პერსონალური მონაცემები იმ პერიოდით, რაც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად მოსარგებლეთა მიმართ, მათთვის აიდიეს ბორჯომის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოსარგებლეთა უფლებები

პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლება;
პერსონალური მონაცემების ჩასწორების უფლება;
პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდებთან წვდომის უფლება;
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მესამე პირთათვის პერსონალური მონაცემების გადაცემის შეზღუდვის უფლება;
პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გახმობის უფლება;
პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შეზღუდვის უფლება;
პერსონალურ მონაცემთა წაშლის უფლება.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნა ან საჩივარი შეგიძლიათ წარუდგინოთ აიდიეს ბორჯომის მონაცემთა დაცვის პერსონალს მისამართზე: privacy@ids-borjomi.com ან დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოებს.

პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისათვის

აიდიეს ბორჯომი მესამე პირებს გადასცემს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, საზღვარგარეთ) მხოლოდ იმ მასშტაბით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების იმ მიზნების მისაღწევად, რომელთა მისაღწევადაც მოხდა აიდიეს ბორჯომის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება თავდაპირველად.

აიდიეს ბორჯომი პერსონალურ მონაცემებს გასცემს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური მოცულობითა და პერიოდით, რაც აუცილებელია ასეთი გადაცემისათვის.

ვებ-გვერდებთან/მობილურ აპლიკაციებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე ასეთი მომსახურების შეთავაზების გასაუმჯობესებლად და მასზე წვდომისათვის აიდიეს ბორჯომმა შეიძლება გადასცეს პერსონალური მონაცემები:

აიდიეს ბორჯომთან დაკავშირებულ კომპანიებს;
აიდიეს ბორჯომის პარტნიორებს;
აიდიეს ბორჯომის ქვეკონტრაქტორებს;
მესამე პირებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო ორგანოებს (კანონმდებლობის დანაწესების შესასრულებლად);
მესამე პირებს აიდიეს ბორჯომის რეორგანიზაციის სამართლებრივი პროცედურის შემთხვევაში და მასთან დაკავშირებით.

აიდიეს ბორჯომმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომის გატარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისათვის.