CSR

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 327 ოჯახს დაეხმარა

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 327 ოჯახს დაეხმარა

კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 327 ოჯახს, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, 100 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადასცა. ვაუჩერების დარიგების პროცესი 7 აპრილს დაიწყო და ის არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, უშუალოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. 

ლევან ბაღდავაძე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს, ვიცე-პრეზიდენტი:

„ჩვენ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით განვაგრძობთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარებას და დღეს გვინდა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  შეჭირვებულ ადამიანებს და  პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენად თითოეულ ოჯახს, ერთ-ერთი სუპერმარკეტის,  100 ლარის ღირებულების ვაუჩერს გადავცემთ.  მინდა მადლობა გადავუხადო ბორჯომის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, იმისთვის რომ ასე ოპერატიულად მოგვაწოდეს ინფორმაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების შესახებ და გვეხმარებიან ვაუჩერების ყველა წესის დაცვით დარიგების პროცესში.“

დავით ზაალიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი: 

 „მინდა მადლობა ვუთხრა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელობას ჩვენი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი ასეთი თანადგომისთვის. ბიზნესსექტორის ჩართულობა  მერიისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. ამ რთულ პერიოდში,  უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ყველა შეჭირვებულ ოჯახს, დღეს მათ ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.“  

აღსანიშნავია, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, COVID-19-ის წინააღმდეგ  საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. საიდანაც, 300 000 ლარი  ფონდში StopCov გადაირიცხა, ხოლო 200 000 ლარი საავადმყოფოების და საკარანტინო ზონების სასმელი წყლით და ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდება.  

[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]


Posted

in

by

Tags: