CSR

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომში მცხოვრები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას განაგრძობს

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომში მცხოვრები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას განაგრძობს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს და კომპანიის სტიპენდიატებს, საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, 100 ლარის ღირებულების ვაუჩერს გადასცემს. ვაუჩერების დარიგების პროცესს კომპანიის ხელმძღვანელობა ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციასთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოფს. 

ლევან ბაღდავაძე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს, ვიცე-პრეზიდენტი

„ჩვენ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით განვაგრძობთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარებას. ამჯერად, გვინდა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენი ტრენინგ ცენტრის 50 მოსწავლეს. მათ პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენად, ერთ-ერთი სუპერმარკეტის, 100 ლარის ღირებულების ვაუჩერები გადავეცით.“  

აღსანიშნავია, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო საიდანაც, 300 000 ლარი  ფონდში – StopCov გადაირიცხა, ხოლო 200 000 ლარი  საავადმყოფოების და საკარანტინო ზონების სასმელი წყლით და ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდება.  

ამ დრომდე კომპანიამ უკვე შეძლო სასმელი წყლით საქართველოს მასშტაბით 12 საავადმყოფოს და სხვადასხვა ორგანიზაციის უზრუნველყოფა და ასევე საკვების და პირველადი საჭიროების პროდუქტების შესაძენი ვაუჩერებით ბორჯომისა და თბილისის მასშტაბით 600-ზე მეტი ბენეფიციარის დახმარება. 

[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]


Posted

in

by

Tags: