CSR

„ბორჯომმა“ სამშობლოს ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის შემოქმედება დაუბრუნა

[vc_row][vc_column width=”3/4″][vc_column_text]

„ბორჯომმა“ სამშობლოს ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის შემოქმედება დაუბრუნა

ქ. თბილისი

18.12.2017.

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების ფირების ასლები სამშობლოს ეტაპობრივად უბრუნდება. პროექტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი კერძო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებენ.

2017 წლის 18 დეკემბერს საქართველოს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული 11 ქართული ფილმის ასლი გადმოეცა. მათგან სამი – „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“, რომლებიც ქართველი რეჟისორის მიხეილ კობახიძის შემოქმედების ნაწილია, სამშობლოში ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ ხელშეწყობით დაბრუნდა.

„ჩვენ გვეამაყება, რომ ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მონაწილეები. ადვილი არ იყო ფილმის შერჩევა, რადგან ყველამ  ვიცით, რომ თითოეული ქართული ფილმი უნიკალური და გამორჩეულია. მათ შორის გამორჩეულია ფილმები: „ქორწილი“, „მუსიკოსები“ და „ქოლგა“, რომელზეც ჩვენ შევაჩერეთ არჩევანი. ძალიან გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ბატონი მიხეილ კობახიძის ეს უნიკალური ფილმები სამშობლოსთვის სწორედ „ბორჯომის“ ბრენდის ეგიდით დაგვებრუნებინა. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს იმისთვის რომ ამ დიდ საქმეში ჩვენც შეგვატანინა ჩვენი წვლილი,“ – ზაზა კიკვაძე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზე იზრუნოს.

[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/4″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]