CSR

„ბორჯომი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა!

[vc_row][vc_column width=”2/3″][vc_column_text]

„ბორჯომი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა!

03.09.2020

2020 წლის 3 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია IDS ბორჯომი თბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქართული მინერალური წყალიბორჯომი“, 2020 წლის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი გახდა

მემორანდუმს ხელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კომპანია IDS ბორჯომი თბილისის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ კი, მედიისთვის კომენტარი გააკეთეს

კომპანია IDS ბორჯომი თბილისის გენერალური დირექტორი, გიორგი ერაძე:ჩვენ, როგორც კომპანია, რომელიც საზოგადოებას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტს, წყალს, ვთავაზობთ, აქტიურად ვუწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაციას, ასევე გამოვირჩევით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით  სწორედ ამიტომბორჯომიყოველთვის იყო ქართული სპორტის და მათ შორის ფეხბურთის გულშემატკივარი. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია ჩვენი კომპანიისთვის, „ბორჯომისბრენდს 130 წლის იუბილე აქვს და მიხარია რომ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერებიც გავხდით, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს“.  

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი: კომპანიაბორჯომთანპარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, არაერთი ღონისძიება იმართება. გარდა ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე წლის გათამაშებისა, წინ გველის როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრებების მატჩები. მიხარია, რომ ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, დიდი ტრადიციების მქონე კომპანია ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი გახდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი საიუბილეო წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, „ბორჯომიკი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ამ საიუბილეო წელს, ერთად აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“. 

[/vc_column_text][/vc_column][vc_column width=”1/3″][vc_widget_sidebar sidebar_id=”shop-sidebar”][/vc_column][/vc_row]